ლიეტუვას პრეზიდენტის ვიზიტი

25 მაისი 2018, 00:00 1718 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიზიტად მყოფმა ლიეტუვას რესპუბლიკის პირველ პირს საქართველოს პრეზიდენტის   შემდეგ დღეს პრემიერ მინისტრმაც უმასპინძლა.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ავთენტური დასახელების აღიარებისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  

შეხვედრაზე, რომელიც მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.  

დღესვე, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა  მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი