ბათუმი-ახალციხის 99-ე კმ-ზე მდებარე ხიდზე მოძრაობა იკრძალება

25 მაისი 2018, 00:00 2308 ნახვა

ე.წ-ულ  საფრის ხიდზე მოძრაობის  სპეციალური რეჟიმია დაწესებული. სოფელ დანისპარაულში ხიდს გაებზარა საყრდენი ბურჯი, რის გამოც გეოლოგების რეკომენდაციით, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

 გუშინ ,,მთავარის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც რიყეთის ცენტრში არსებულ დაზიანებულ ხიდს ეხებოდა. ცნობისთვის, ამ ხიდს რეაბილიტაცია ბოლოს 2016-17 წლებში ჩაუტარდა, რისთვისაც 99 ათასი ლარი დაიხარჯა. საგზაო დეპარტამენტმა აკრძალვა მას შემდეგ დააწესა, რაც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა რეპორტაჟი მოამზადა. 

ამავე კატეგორიაში