“აშშ-ში ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით, დაპირებებით და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტს ექნება ძალიან სერიოზული გაგრძელება მომავალში ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით”– ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები კონგრესში, სენატში, სადაც მაღალი რანგის პირებმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.