ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე, ზებრა გადასასვლელები განახლდა, ასევე დაიხაზა გზაგამყოფები და პარკირების ადგილები - ინფორმაციას ქალაქის მერი ფბ გვერდზე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების განახლების სამუშაოები, წლის განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდება და ამისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 265 ათას 500 ლარია გამოყოფილი.
"სამუშაოებს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. საგზაო მონიშვნის სამუშაოები საჭიროებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდება, პარალელურად ხორციელდება გზაგამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება".