შეჩერებული და ხარვეზებით შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - საკითხზე შუახევის მერი თემებიის წარმომადგენლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმღები კომისიის წევრებს შეხვდა. მერმა თემის წარმომადგენლების ნაწილის მუშაობა უარყოფითად შეაფასა და მათ სოფლებში დაწყებულ და შეჩერებულ პროექტების მეთვალყურეობა დაავალა.
შენიშვნები გამოითქვა ინწკირვეთის სოფლის სახლის მშენებლობაზე, ფურტიო -ბუთურაული- ნენიის წყალსადენზე, შუბნის, მახალაკიძეების და ხაბელაშვილების ბაგა-ბაღებზე, დაბაში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციასა და საზაფხულო იალაღების ელექტროფიკაციაზე.
პროექტებიდან ნაწილზე სამუშაოები გასულ წლებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ დაასრულეს და სამუშაოების ნაწილი ჯარიმების თანხლებით მიმდინარეობს.