უცხო ენად არჩეული მშობლიური ენა და “ჩვენებურებთან” შემორჩენილი ქართული – ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ხალხმრავალ სოფელ ეფრატში ძველი თაობა მშობლიურ ენას ინარჩუნებს და დღემდე ქართულად საუბრობს, ახალგაზრდებში კი, როგორც თავად გვიყვებიან, ინტერესი წლიდან წლამდე მცირდება.
მოზარდებს უკვე რამდენიმე წელია მეოთხე კლასიდან ერთ-ერთ უცხო ენად ქართულის არჩევა შეუძლიათ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ მსურველი მინიმუმ 10 მოსწავლე იქნება. არადა რამდენიმე ათეული წლის წინ, დღეს უკვე უხუცესები, პირიქით თურქულ ენას სწავლობდნენ იმისთვის, რომ სკოლაში სწავლა დაეწყოთ.