''სოფლის წყლის'' უფროსი შეიცვალა

22 მაისი 2018, 00:00 2818 ნახვა

ქობულეთის მერიის აიპი  “სოფლის წყლის“ ხელმძღვანელმა  თანამდებობა დატოვა, ჯემალ გოლიაძე სულიკო თხილაიშვილმა  შეცვალა. იგი წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარის ანზორ თხილაიშვილის წარმომადგენლად მუშაობდა.  

სულიკო თხილაიშვილი ამბობს, რომ სოფლებში წყლის პრობლების შესახებ ინფორმირებულია და რამდენიმე დღეში  სამოქმედო გეგმასაც წარადგენს.

მერიაში აცხადებენ, რომ ცვლილება არ უკავშირდება დაანონსებულ რეორგანიზაციას და თანამდებობა გოლიაძემ საკუთარი სურვილით დატოვა. იგი უწყებაში ინჟინრად იმუშავებს. გოლიაძე მიზეზებზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში