შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პირობას დებს, რომ გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და მეგობრობა, ერთ დღეს, კი ნატოს ფარგლებში მოკავშირეობაც.
მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ამერიკაში გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.