აჭარის 2018 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილება შედის. ამ საკითხზე პლენარულს სხდომაზე იმსჯელებენ. მანამდე კი დღეს უმაღლეს საბჭოში, ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ასმათ დიასამიძე ცვლილებების შეტანის შესახებ დოკუმენტის გასაცნობად ვადას ითხოვდა. თუმცა მმართველმა გუდნმა ხმათა უმრავლესობით მისი მოთხვონა არ დააკმაყოფილა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ 2 კვირიანი ვადა ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საკმარისია.