ლევან გორგაძე დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს

22 მაისი 2018, 00:00 3898 ნახვა

ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მეათე დღის შეხვედრები გაიმართა. ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია.

გორგაძემ მეათე გამარჯვება იაპონელი მეოთხე მაეგაშირას ჩიოტარიუს დამარცხებით მოიპოვა.

მიმდინარე ბაშოზე ქართველი ერთადერთი სუმოტორია, ვინც ყველა შეხვედრა მოიგო.

ტურნირის დასრულებამდე 5 სატურნირო დღეა დარჩენილი, ლევან გორგაძეს იმპერატორის თასის მოსაპოვებლად რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა. 

ხვალ, ტოჩინიშონის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იაპონელი კოტოშოგიკუ იქნება.

 

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში