“ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში” – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.