პრემიერი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

21 მაისი 2018, 00:00 1189 ნახვა

პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა პირველი შეხვედრა  აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსტან გამართა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი