ქობულეთის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბობოყვათი-მსხალაძეების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ჯამში მილიონ 285 ათასი ლარია გათვალისწინებული.