58 წლის კაცი და ორი არასრულწლოვანი დაშავდნენ. მედიკოსების ინფორმაციით, სავარაუდოდ, თევზაობის დროს ანკესი მაღალი ძაბვის ელექტროსადენს გამოედო და მოხდა აფეთქება.მოზარდები დედათა და ბავშვთა ცენტრში, მამაკაცი კი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კაცს დამწვრობა სახისა და მარჯვენა მხრის არეში, ხოლო 15 წლის ბავშვს მთელი სხეულის, მეორე მოზარდს კი მკერდის , ზურგის და სახის დამწვრობა აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.