„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა

19 მაისი 2018, 00:00 2025 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუახევის მერიას შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განახლებისკენ მოუწოდებს. სოსლან ზოიძე ირწმუნება, რომ საფეხბურთო სტადიონის კეთილმოწყობა რამდენიმე თვეა შეჩერებულია. მერიაში კი განმარტავენ, რომ სამუშაოების შეჩერება  მერიასა და კომპანიას შორის შეუთანხმებლობამ გამოიწვია. ვინაიდან შუალედური სამუშაოების შემდეგ ფერდობის მოცულობა  შესამცირებელი იყო.

საქმეში ექსპერტიზა ჩაერთო, დასკვნების  თანახმად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას  ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული აქვს, მერის მოადგილის ინფორმაციით თავის დროზე პროექტის ავტორმა დაუშვა შეცდომა , რის გამოც კანონის შესაბამისად პროექტის შემდგენი  დაჯარიმდება.    მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 55 ათასი ლარია გაწერილი და სამუშაოების დასასრულებლად 33 ათასი ლარის დამატებაა საჭირო. მერიაში აცხადებენ რომ სამუშაოები სავარაუდოდ 1 თვეში განახლდება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი