“ვერ მაჩვენებთ ერთ ადამიანსაც კი, ვინც კლუბში იმყოფებოდა და ერთი თმის ღერი ჩამოუვარდა” – განაცხადა გიორგი გახარიამ 12 მაისის ღამეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
თქვა, რომ ოპერაციის დრო იყო სწორად შერჩეული, გამიზნული, გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული. აღნიშნა, რომ ეს ამ ქსელის გამოსავლენად შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის დასაწყისია.
ისაუბრა გასული წლის საქმიანობაზეც, ასევე დაგეგმილ ღონისძიებებზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ უბნის ინსპექტორები მალე ახალი სახელით – უბნის ოფიცრის სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას და ექნებათ ახალი ფუნქციები.
დააანონსა ტურისტულ ზონებში ქვეითი ქვედანაყოფების პატრულირების დაწყება. გაახმოვანა ახალი ინიციატივა, ოჯახში დანაშაულის ძალადობის განმეორების შემთხვევაში პასუხისმგბელობის გამკაცრების თაობაზე.