დღესვე გამოვლინდნენ ჩოგბურთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები. პირველობა ქართველმა სპორტსმენებმა ცხრა კატეგორიაში მოიპოვეს. ნიაზ ჟორდანიასა და ვლადიმერ ასათიანის მემორიალი ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირზე 8 ქვეყნის 116 სპორტსმენმა იასპარეზა.