ნიკოლოზ ბასილაშვილი ჯოკოვიჩს შეხვდება

15 მაისი 2018, 00:00 2926 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომის მასტერსის ძირითადი ბადის პირველ წრეში, 370-ე ჩოგანი, იტალიელი ფილიპო ბალდი სამ სეტში 6:4; 4:6; 6:4 დაამარცხა და მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ქართველის მეტოქე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

ჩოგბურთელები ერთმანეთს ხვალ, 16 მაისს დაუპირისპირდებიან.  ჯოკოვიჩი და ბასილაშვილი აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი