ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება

15 მაისი 2018, 00:00 2063 ნახვა

ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე, დღეს მორიგი შეხვედრები გაიმართა. ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მონღოლ ტამავაშის დაუპირისპირდა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. 

როგორც წინა მოწინააღმდეგეები, ტამავიშიც ცდილობდა ლევანისთვის არ მიეცა მავაშიში ხელის ჩავლების საშუალება, რაც მას გამოუვიდა კიდეც, თუმცა ტოჩინოშინმა ჯერ ცუპარებით დაჯაბნა მეტოქე, შემდეგ კი ტექნიკურად დააგდო დოჰიოზე. 

ნაცუ ბაშოზე სულ 15 სატურნირო დღე ჩატარდება, 10 გამარჯვების შემთხვევაში სეკივაკეს წოდების გორგაძე რანგით დაწინაურდება და ოძეკი გახდება. 

ხვალ, ბაშოს მეოთხე დღეს, ქართველი სუმოტორი კომუსუბი მიტაკეუმის შეხვდება.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში