საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 14 ათას ლარს აღემატება.
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. წელს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ მსგავსი კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. სისხლის სამართლებრივი დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო.