რუსულ პროპაგანდასთან გასამკლავებლად საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის მიმართულებითაც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დანგრევის პირველივე დღეებიდან გააძლიერა და აწარმოა როგორც ჰიბრიდული ომი, ასევე, პროპაგანდა და საინფორმაციო შეტევა.
ინფორმაციის სანდოობას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და აღნიშნულ საკითხში კვლევების მნიშვნელობაზე საერთაშორისო კონფერენცია ენდიაის ორგანიზებით გაიმართა.