შინაგან საქმეთა მინისტრი : ''ბოდიში''

14 მაისი 2018, 00:00 2169 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აქციის მონაწილეებთან მივიდა და 12 მაისსი სპეცოპერაციის დროს ძალადობის ფაქტების გამო ბოდიში მოუხადა.  

'"მოდით დავიწყოთ მაშინ ბოდიშით. ბოდიში, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს და მის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ასევე მინდა გთხოვოთ, თქვენ თუ შეურაცხყოფა მიაყენეთ ფორმაში მყოფ ადამიანს უთხრათ ბოდიში - კარგით ეს თქვენი არჩევანია'' - თქვა გახარიამ.

ბოდიშს აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.  

მინისტრმა განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტულ შედეგებს მიაღწევენ. ხოლო, თუ დაპირებები არ შესრულდა, მათ შეეძლებათ თავისუფალ ქალაქში ნებისმიერ დროს შეიკრიბონ, იცეკვონ ან მუსიკა ჩართონ. 

''პირველი, ჩვენი ყველას ამოცანაა ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. მეორე იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება არ შეუზღუდავს არავის. თითეული პოლიციელი გუშინაც და დღესაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. ​იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. გპირდებით, რომ ხვალ 10 საათზე თქვენს წარმომადგენელთან ერთად დეტალურად განვიხილავ პარასკევის ყველა წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელის უფლებაც დაირღვა იქნება უფლება აღდგენილი. ასევე გპირდებით რომ კონკრეტულ შედეგს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.
მესამე, ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება ჩვენ შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში თავისუფალ პარლამენტთან ისევ შევიკრიბოთ ან ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას. ახლა მინდა გთხოვოთ დავემორჩილოთ პოლიციის მოთხოვნებს"- თქვა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი