''თეთრი ხმაურის მოძრაობის'' ულტიმატუმი ხელისუფლებას

12 მაისი 2018, 00:00 1286 ნახვა

''თეთრი ხმაურის მოძრაობის'' წევრები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ და ქვეყნის პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომას ითხოვენ. 

''პირველი - დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეორე - უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მესამე - დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი, მეოთხე - მმართველ ძალაში, ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, რომ გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს, რადგან ჩვენ ვაყენებთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს“, - ამბობს ბექა წიქარიშვილი. მან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მოთხოვნები პრესკონფერენციაზე გაახმოვანა. 

დღეს 15:00 საათზე აქციაც არის დაანონსებული. მოძრაობის წევრების თქმით, პროტესტი უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომამდე გაგრძელდება.  

„ ვიწყებთ პრინციპულ ბრძოლას, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება გვეკუთვნის ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოებას, ხალხს და არა სადღაც სკამებზე მომსხდარ ჩინოვნიკებს, მარიონეტულ რეჟიმებს და სამარცხვინო პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლო პერიოდია, მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ მოახდინონ საღი აზრის დისკრედიტაცია'' - განცხადა წიქარიშვილმა

ამავე კატეგორიაში