რატომ ბრუნდება ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში? [ვიდეო]

11 მაისი 2018, 00:00 2282 ნახვა

დიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია, –   განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, არ აპირებს მთავრობის საქმიანობასა და მიღწევებზე დეტალური ანგარიშის წარდგენას, თუმცა ხაზს უსვამს გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ მოკლე დროში მიაღწია.  ივანიშილი მიიჩნევს, რომ  "ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო ხალხის მთავარი მოთოვნის - დემოკრატიულ არჩევნებსის უზრუნველყოფა ქვეყანაში. მისი თქმით,  მთავრობა ორიენტირებულია ადამიანზე, დაცულია ბიზნესის უფლებები და ის განსაკუთრებით ამაყობს ამის გამო.  ასევე, "ქართული ოცნების"  ხელმძღვანელმა ისაუბრა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პენიტენციალურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე.  

რაც შეეხება მის დაბრუნებას პარტიაში. ამბობს, რომ მიზანი საქართველო, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალია. 

"საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის, რაც ჭარბად გამაჩნდა – ხალხის ნდობა, ხელისუფლებაზე მეტად მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა. ახლაც, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება არც ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და, არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია,  ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია, საქართველო, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი