ახალი პროფესიის დაუფლების შანსი - სტუდენტები სხვადასხვა პროფესიაში გადამზადდებიან

11 მაისი 2018, 00:00 2004 ნახვა

ახალი პროფესიის დაუფლების შანსი _ სტუდენტები სხვადასხვა პროფესიაში გადამზადდებიან. პროგრამას აჭარის დასაქმების სააგენტო ახორციელებს. მიზანი ახალგაზრდების დასაქმება და სამუშაო გამოცდილების მიღებაა. პროგრამა სტუდენტების სასწავლო გრაფიკთან თავსებადია. მოკლევადიანი სასწავლო მოდულით სტუდენტები ახალ პროფესიაში  თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან, აიმაღლებენ უცხო ენის ცოდნის დონესაც.

პროგრამა ითვალისწინებს დამატებით სპეციალიზირებულ ტრენინგ-კურსს, რაც სამოტივაციო წერილის შედგენისა და გასაუბრებაზე მოქცევის წესებს მოიცავს. დასაქმების სააგენტოს უფროსის თემურ კახიძის განცხადებით, ახალგაზრდებს სამუშაო გამოცდილებასთან ერთად დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. ''სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის'' პროექტში ამჯერად უმაღლესი სასწავლებლების 50 სტუდენტი მონაწილეობს. ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს.  

ამავე კატეგორიაში