მოსახლეობის 40% ინტერნეტთან წვდომა არ აქვს

11 მაისი 2018, 00:00 1875 ნახვა

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი იზრდება, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 18%-ით გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ინტერნეტს დღეში ერთხელ მაინც იყენებენ.

შემცირდა იმათ რაოდენობა, რომლებსაც არასდროს გამოუყენებიათ ინტერნეტი - 2014 წელს გამოკითხულთა 47% ამბობდა, რომ ინტერნეტით არ სარგებლობდა, 2018 წელს ეს რიცხვი 31%-მდე დავიდა.

საერთო მონაცემები ასე გამოიყურება, ქვეყნის დიდ ქალაქებში მცხოვრებლების 74%-დან(დედაქალაქი)  61% -მდე ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, ხოლო სოფლებში ყოველდღიურად ინტერნეტში  46% ჩართული. 

ტენდენცია მზარდია, თუმცა, საერთო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის  40% ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. 

კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება. თუმცა, მაჩვენებელი კლებადია.

2014 წლიდან დღემდე,  85%-დან 72%-მდე შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ტელევიზია  ინფორმაციის მიღების ძირითადი და პირველწყარო იყო.

ამავე პერიოდში, ნელ-ნელა და სტაბილურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ინფორმაციას  ინტერნეტიდან იღებენ. ხუთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-დან 18%-მდე გაიზარდა.​

 

წყარო:  mediachecker​.ge 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი