ხულოში ახალი გოგონათა მუსლიმური პანსიონი შენდება. მშენებლობის ნებართვა ხულოს მერიამ გასცა. ადგილობრივ მთავრობაში ფიქრობენ, რომ ახალი პანსიონი მოსწავლეებს განათლების მიღებაში დაეხმარება. ცნობისთვის რელიგიური პანსიონების ფუნქციონირების საკითხი უკონტროლოა, უცნობია საერთოდ რამდენი მსგავსი სასწავლებელია გახსნილი რეგიონში.
პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე ფიქრობს რომ სააღმზრდელო დანიშნულების მქონე ნებისმიერი დაწესებულება განათლების საერთო სისტემაში უნდა მოექცეს. პროცესში ჩართვას მომავლიდან გეგმავს განათლების სამინისტრო.