აჭარის მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში, სილეზიის სავოევეოდოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს აჭარა-სილეზიის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. წელს სამუშაო პროგრამა განათლებისა და კულტურის მიმართულებით ითვალისწინებს სილეზიის გამოცდილების გაზიარებას მუზეუმების მოწყობა-განვითარებასთან დაკავშირებით, სილეზიის რეგიონული კინოფონდის გამოცდილებისა და მუნიციპალური კულტურული ცენტრები- გამოცდილების გაზიარებას. ასევე, იგეგმება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონური ენის კურსის გახსნა. ვიზიტი აჭარის განათლების მინისტრმა შეაჯამა.