“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქედაში დაზიანებული მემორიალის შეკეთებას ითხოვს. ვაჟა ბოლქვაძის თქმით, სოფელ ზვარეში 9 აპრილის მემორიალი განადგურების პირასაა. მის შეკეთებას მოითხოვენ ადგილობრივებიც.
ქედის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის მიხედვით უკვე გათვალისწინებულია. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.