საკალათბურთო სუპერლიგა - ''ბათუმი'' 84:66 ''რუსთავი''

09 მაისი 2018, 00:00 2630 ნახვა

 საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხედფინალში, "ბათუმმა" პლეი-ოფის მეორე შეხვედრა მოიგო. 

ბათუმელებმა "რუსთავი", საკუთარ კედლებში, 18 ქულის სხვაობით დაამარცხეს. 

ყველაზე შედეგიანი სტეფან ანდრეევიჩი იყო (''ბათუმი''), რომელმაც 21 ქულა მოაგროვა.

ამ გამარჯვებით "ბათუმმა" "რუსთავთან"  ანგარიში გაათანაბრა (1:1), რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდები მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას ხვალ, 10 მაისს, რუსთავში ჩაატარებენ.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში