ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ორი პირი დააკავეს

08 მაისი 2018, 00:00 2352 ნახვა

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გახსნილია – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით დაკავებულია ორი პირი.

გამოვლენილია სქემა, თუ როგორ იყიდებოდა ნარკოტიკები, ამასთან განხორციელდა ე.წ. საკონტროლო შესყიდვა და დადგინდა ე.წ. სამალავები. მინისტრის მოადგილის თქმით უწყების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, რაც არსებული გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში