ხულო-ახალციხის გზასთან მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი კვლავ კომპენსაციის მოლოდინშია. საუბარია იმ ოჯახებზე რომლებსაც მიწა წინაპრებისგან გადმოეცათ და ტერიტორიებს წლებია ამუშავებენ, თუმცა დარეგისტრირებული არ აქვთ. მათ სახელმწიფო კომპენსაციას მხოლოდ ნერგებში გადაუხდის, რასაც ისინი არ თანხმდებიან.
ამასთან ხულო-ზარზმის მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია, არაერთი დაანონსების მიუხედავად ამ დრომდე არ დაწყებულა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ “მთავართან” განაცხადა მშენებლობა ივნისიდან დაიწყება.