ბუკნარის სკოლაში არსებულ პირობებს პედაგოგები სწავლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ

08 მაისი 2018, 00:00 2433 ნახვა

ამორტიზებული სკოლა ქობულეთში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მოზარდები საბაზისო განათლებას იღებენ, სავალალო მდგომარეობაშია – კედლებიდან ბათქაში ცვივა, ჭერიდან ზოგიერთ ოთახში წყალი ჩამოდის, კლასების ნაწილი დაკეტილია, დაზიანებულია სპორტდარბაზი.

შენობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ქობულეთის მერია სკოლის ადგილმონაცვლეობაზე ფიქრობს. ამჟამად კი მშენებლობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის გადაცემას ელოდება. წლიდან წლამდე ვითარება უფრო და უფრო მძიმდება.

სოფელში გვიყვებიან, რომ სკოლაში მოსწავლეების რაოდენობაც მცირდება, საფრთხის გამო მშობლებს შვილები სხვა სკოლებში გადაჰყავთ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში