მომავალ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 7 პროგრამასა და 21 ქვეპროგრამას განახორციელებს. უწყების მომავალი წლის პროგრამული ბიუჯეტი 889 ათასი ლარით გაიზრდება. ძირითადი პრიორიტეტები აგროტექნოლოგიების დანერგვასა და ბოიმეურნეობის განვითარებასთვის იქნება მიმართული.
უწყება ასევე მემცენარეობისა და მეცხოველეობის ჯიშგანახლებაზე, ერთწლიანი და მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარებაზე იზრუნებს. 2019 წლის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 13 მილიონ 774 ათას 190 ლარით განისაზღვა. 2019-22 წლების საშუალოვადიანი გეგმის განხილვას ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესწრნენ.