უსაფრთხოების სამსახური: ''არ დაუშვათ 9 მაისს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება''

08 მაისი 2018, 00:00 3243 ნახვა

"მოგმართავთ, არ დაუშვათ და აღმოფხვრათ ზემოხსენებულ ღონისძიებებზე [9 მაისს] კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება" - ამ წერილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვალერი კვარაცხელიას მიმართა, რომელიც "სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს” ხელმძღვანელია. 

"თავისუფლების ქარტია” საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია. " წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ნორმები”, – წერია სუს-ის წერილში.

ხვალ, 9 მაისს, ორგანიზაციები, რომლებიც დეკლარირებულად პრორუსული ძალები არიან, საქართველოს სამ ქალაქში, მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების დღის აღსანიშნავად აქტივობებს გეგმავენ. 

სუს-ის მიერ გაგზავნილი წერილი სოციალურ ქსელში, წერილის ადრესატმა ვალერი კვარაცხელიამ გამოაქვეყნა. 

"დიდ სამამულო ომში დაცემულ გმირებსა და დღემდე ცოცხალ ვეტერანებს, შეურაცხყოფას აყენებენ იმით, რომ საბჭოთა სიმბოლიკას კრძალავენ - იმ სიმბოლიკას, რომელთა დასაცავად მილიონები იხოცებოდნენ და, რომლის სათავეში კაცობრიობის უდიდესი შვილი, ეროვნებით ქართველი იოსებ სტალინი იდგა" - წერს კვარაცხელია.

9 მაისს ბათუმშიც აღნიშნავენ. მემედ აბაშიძის ქუჩაზე  "უკვდავი პოლკის" მსვლელობა იგეგემება

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი