ავარიული სახლები ხულოში - 11 ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანა იგეგმება

08 მაისი 2018, 00:00 1999 ნახვა

“ხულო ამორტიზირებული და საცხოვრებლად უვარგისი მრავალბინიანი საცხოვრისის გარეშე“-პროგრამის ფარგლებში მუნიციპალტეტში ოჯახების შესწავლა გრძელდება. მიმდინარე წელს 11 ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანა იგეგმება.

ამორტიზირებული სულ 10-მდე მრავალბინიანი სახლია, სადაც 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, პროგრამა სამომავლოდ გაგრძელდება ამ ეტაპზე ფართების დაკანონების პროცედურები მიმდინარეობს.  პროგრამისთვის გასულ წელს ბიუჯეტში 360 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, წელს კი თანხა შემცირებულია და 130 ათასი ლარია გაწერილი. 

ამავე კატეგორიაში