სიახლეები ზოგად განათლებაში. პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების, მოზარდებში კი შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ასევე მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – ამ და სხვა პროგრამების განხორციელებას საქართველოს განათლების სამინისტრო გეგმავს, რომლებიც უწყების სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ცვლილება შეეხება სოფლის სკოლებსაც. დოკუმენტის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ გაიმართა.