მშენებლობაზე დასაქმებულები სამუშაო საათების ზრდის გამო გაიფიცნენ

04 მაისი 2018, 00:00 2013 ნახვა

72 საათი კვირაში და შეუსაბამო ანაზღაურება – შრომითი უფლებების დარღვევაზე შემოვლითი გზის მშენებლობისთვის, კოტეჯების მოწყობაზე პასუხისმგებელი მუშები საუბრობენ. ისინი უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან. ითხოვენ პირობების გაუმჯობესებას.


გზას საქართველოს საგზაო დეპარტამენტი აშენებს, თუმცა, აღნიშნული მუშების დამსაქმებელი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა, შესაბამისად სახელმწიფო უწყებაში ამბობენ, რომ შრომით პირობებზე პასუხისმგებელი სწორედ ქვეკონტრაქტორია, სადაც კომენტარს არ აკეთებენ. პროცესში უკვე ჩაერთო პროფესიული კავშირების გაერთიანება. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი