დღეს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის მე-10 ტურში ქობულეთის „შუქურა“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ ესტუმრება. მატჩი 16:30 საათზე დაიწყება.
ხვალ, 5 მაისს კი ბათუმის „დინამო“ ანგისის ახალ ბაზაზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ბათუმელები საკუთარ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლებენ.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია 18:30 საათზე შემოგთავაზებთ.
მე-9 ტურის შემდეგ "დინამო" სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს, "შუქურა" კი კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.