აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია უნივერსიტეტებში გრძელდება. თელავის შემდეგ, რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობები ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს გააცნეს.
გათამაშდა სამდღიანი საგზურიც, რომლის გამარჯვებულებიც 3 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებას „ზაფხულის ფესტივალს“ დაესწრებიან.