ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტყისპირებში 6000 ფერომონი დამონტაჟდა

03 მაისი 2018, 00:00 2050 ნახვა

ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტყისპირებში სპეციალური ფერომონები დამონტაჟდა, რომლებიც ფაროსანას იზიდავს. კვირაში ერთხელ ფერომონების ადგილები სპეციალური ხსნარებით, ე.წ. ცივი შესხურებით იწამლება.

პრეპარატი  როგორც შესხურების დროს, ასევე   კვირის განმავლობაში იქ მოხვედრილ მწერს ანადგურებს. ფერომონები ყოველ 50-100 მეტრშია დამონტაჟებული და სულ აჭარაში ამ ეტაპზე 6000 ასეთი წერტილია. ფაროსანას წინააღმდეგ დასახლებულ პუნქტებშიც იღებენ ზომებს. სპეციალური ტექნიკა ე.წ ცხელი შესხურებით, ანუ თერმული ნისლით დამუშავდება ტერიტორიები. შეწამვლა მოხდება საღამოს 9 საათის შემდეგ, რათა არ განადგურდეს ფუტკარი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი