სასჯელაღსრულების ნომერ მესამე დაწესებულებაში მყოფ 19 მსჯავრდებულს დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ცოტნე ანანიძემ პენიტენციური დაწესებულება მეხუთედ მოინახულა. როგორც დეპუტატი აცხადებს, პატიმრები ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკურნალობის პრობლემებს უჩივიან.
დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე საპატიმრო დაწესებულებიდან მიმართვებმა იკლო, რადგან წერილების მიწერა ოფიციალურ ორგანიზაციებისთვის ფასიანი გახდა. ანანიძის თქმით ამ საკითხზე იგი შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გამართვას აპირებს.