ხის "ოდის" მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის - აცხადებენ ბათუმის მერიაში – ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ობიექტის ვიზუალსა და შინაარსს საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საუბარია ბულვარში მდებარე ობიექტზე, რომელსაც მფლობელი იერ-სახეს უცვლის.
ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკანონო მშენებლობისთვის უწყებამ კომპანია უკვე გააფრთხილა და თუ მშენებლობა არ შეჩერდება, იგი დაჯარიმდება. ამბობენ, რომ პროექტი, რომელიც შესათანხმებლად მიიღეს, ჯერ არ განუხილავთ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ სანაპირო ზოლში, „ანბანის კოშკის“ მიმდებარედ, ხის "ოდა", რომელსაც ეთნოგრაფიულ სახლად მოიხსენიებენ, პრაქტიკულად დასრულებულია. რას ამბობს მფლობელი და როგორია საზოგადოების რეაქცია.