მოცეკვავისა და ქორეოგრაფის- თემურ ქორიძის მოღვაწეობის 40 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა,, არსიანმა’’ 15 საცეკვაო და 2 მუსიკალური ნომერი შეასრულა.
,,საქართველოს ქორეოგრაფიულმა კავშირმა’’ კი თემურ ქორიძე ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ,, ბრწყინვალების ორდენით’’ დააჯილდოვა. იგი წლების განმავლობაში სუხიშვილებისა და ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე , ასევე აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. დღეს თემურ ქორიძე ანსამბლი “არსიანის” დირექტორის მოადგილეა.