შუახევის ცენტრიდან ნარჩენები ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს გააქვს

29 აპრილი 2018, 00:00 1777 ნახვა

ხიჭაურსა და დაბა შუახევში ახალი ნაგვის ურნები განათავსეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი დაიხარჯა. შუახევის სოფლებში ნაგვის ურნები არ დგას, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან ნარჩენები ბათუმის სანდასუფთავებას გადააქვს.

შუახევის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნაგვის გადამზიდი ტექნიკის შეძენისთვის თანხების გამოყოფაზე მუშაობენ, რის შემდეგადაც ნაგვის ურნებს ყველა სოფელში განათავსებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი