დაახლოებით 2 საათში ვანსა და ხონში საარჩევნო უბნები დაიხურება. ცესკოს ინფორმაციით ხმის მიცემის პროცედურა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისთვის საჩივრები შეტანილი არ არის.
დღის მანძილზე ქართული ოცნების კოორდინატორების აქტიურობა შესამჩნევი იყო, რომელებიც საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა სიებით არიან მობილიზებულები. თუმცა ამაში უკანონოს ვერ ხედავენ უმრავლესობის ლიდერები, მათი თქმით ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება ამომრჩეველს მობილიზება გაუკეთოს.
საიას ხელმძღვანელი კი სავარაუდო კანონდარღვევაზე საუბრობს, სულხან სალაძის თქმით გადასატანი ყუთით იმაზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ვიდრე საჭიროება არსებობდა.