დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რეპორტიორობა უდიდესი პროფესიაა

28 აპრილი 2018, 00:00 1765 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რეპორტიორობა უდიდესი პროფესიაა. ამის შესახებ ტრამპმა დამწყებ ჟურნალისტებთან თეთრ სახლში შეხვედრის დროს განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესდა, შეხვედრის მონაწილეებიდან რომელი აპირებდა რეპორტიორობას.


თანხმობის ნიშნად, ყველამ ხელი აწია. „ყველას უნდა რეპორტიორობა, შეგიძლიათ, დაიჯეროთ? ესაა მომავალი. ეს არის უდიდესი პროფესია“, – აღნიშნა ტრამპმა.მანამდე დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტის პრეს-სამსახურის თანამშრომელთა შვილები მიიღო.

 პრეზიდენტი დაინტერესდა  აპირებენ თუ არა შვილები მათი მშობლების კარიერის გაგრძელებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი