როგორ აფასებს ''ქართული ოცნების'' ძველი გუნდი ყოფილი ლიდერის დაბრუნებას?

27 აპრილი 2018, 00:00 2956 ნახვა

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენი აჭარაში? ის პირები, რომლებიც 6 წლის წინ თავად იყვნენ რეგიონში ივანიშვილის დასაყრდენები, ფიქრობენ რომ დღეს ასეთი ყოფილ პრემიერს აღარავინ ჰყავს.

საუბრობენ პარტიაში არსებულ პოლიტიკურად გამოუცდელ კადრებზე და ოცნების დამფუძნებლების პარტიასთან სიახლოვის აუცილებლობაზე. გარიცხული მურმან დუმბაძე ივანიშვილთან გაერთიანებას აღარ გეგმავს, ოპოზიციას კი გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

განსხვავებულია ჯემალ ფუტკარაძის მოსაზრება – იგი წარსულის მსგავსად, ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობის სურვილს დღესაც გამოთქვამს. კადრების შერჩევის ნაწილში ივანიშვილს აკრიტიკებს მედეა ვასაძე.

არმაზ ახვლედიანი კი ოცნებას საკადრო პოლიტიკას არა ახალი სახეების არამედ როგორც თავად განაცხადა “ბებერი პოლიტიკური ნიანგების” გამო უწუნებდა. პარტიის დატოვებისას თავმჯდომარეს რეფორმების გატარებას ურჩევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრიზისს პროგნოზირებდა. “ეს ოცნებისთვის ბოლო შანსია” – განაცხადა დღეს “ქართული ოცნების” ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში