5 წლიანი ტაიმ აუტის შემდეგ ყოფილი პრემიერი საკუთარ ადგილს კვლავაც ქართულ ოცნებაში ხედავს. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ივანიშვილის დაბრუნება სახელისუფლებო ცვლილებებს არ ნიშნავს.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და პარლამენტიც, სრულად დაუჭერს მხარს იმ რეფორმებს და დაპირებების შესრულებას, რომელიც მიცემული აქვთ მოსახლეობისთვის. ვის რა მოსაზრება აქვს და ვინ როგორ შეხვდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.