სარეაბილიტაციო სამუშაოები  ახალ ბულვარში

26 აპრილი 2018, 00:00 2141 ნახვა

ახალ ბულვარი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. კაპიტალური სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს დაზიანებული ფილების გამოცვლა, ბორდიურების, წყლის ჭების მოწყობა და არსებული გრანტის ფილების მონტაჟი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასეირნო ბილიკს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. სამუშაოებისთვის ბულვარის ბიუჯეტიდან 2 მლნ 41 ათას 884 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორთან ერთად დაათვალიერა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი